კორონავირუსით კიდევ 68 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 43 437 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 767 პაციენტი.
დღიური დადებითობა 4.98%-ია, ბოლო 7 დღის - 5.94%, ბოლო 14 დღის კი 6.43%.
2 164 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 074 დადასტურდა, აჭარაში - 149, იმერეთში - 291, ქვემო ქართლში - 89, შიდა ქართლში - 142, გურიაში - 79, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 113, კახეთში -111, მცხეთა-მთიანეთში -70, სამცხე-ჯავახეთში - 26, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 20.
23 დეკემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 918 641 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 873 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 289 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 32 148 აქტიური შემთხვევაა.
1 336 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 558 მკურნალობს, აჭარაში - 130, იმერეთში - 390. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 309 პაციენტია, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 34, იმერეთში - 35.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.