საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 45 006 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 727 პაციენტი.
დღიური დადებითობა 9.41%-ია, ბოლო 7 დღის - 8.17%, ბოლო 14 დღის კი 6.61%.
4 234 ახალი შემთხვევიდან თბილისში 2 249 დადასტურდა, აჭარაში - 495, იმერეთში - 457, ქვემო ქართლში - 164, შიდა ქართლში - 199, გურიაში - 147, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 196, კახეთში -158, მცხეთა-მთიანეთში -93, სამცხე-ჯავახეთში -53, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -23.
7 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 953 410 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 910 540 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 128 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.