გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხროვანში, ტყესთან კაცის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, თვითმკვლელობის შემთხვევაა, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.