საქართველოში კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 73 250 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 699 პაციენტი.
დღიური დადებითობა 23.87%-ია, ბოლო 7 დღის - 20.58%, ბოლო 14 დღის კი 16.51%.
17 484 ახალი შემთხვევიდან თბილისში 8 989 დადასტურდა, აჭარაში - 2 255, იმერეთში - 2 222, ქვემო ქართლში - 812, შიდა ქართლში - 805, გურიაში - 314, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 766, კახეთში - 656, მცხეთა-მთიანეთში - 320, სამცხე-ჯავახეთში - 298, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 47.
27 იანვრის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 110 168 შემთხვევა ლაბორატორიულად არის დადასტურებული, მათგან 981 531 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 840 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 113 771 აქტიური შემთხვევაა.
980 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 426 მკურნალობს, აჭარაში - 127, იმერეთში - 274. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 274 ადამიანია, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 50, იმერეთში - 24.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.