შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა პანდემიის მართვა, ზოგადად, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ იყო არაოპტიმალური კლინიკური მართვა, მკურნალობა. მკურნალობა რომ ყოფილიყო ცუდი, მაშინ იქნებოდა არა მხოლოდ გარდაცვალების ზოგადი რიცხვი მაღალი, არამედ ავადმყოფებს შორის გარდაცვალების მაღალი პროცენტი და ეს ჩვენთან არც ერთხელ არ ყოფილა 1.5-ზე მეტი და დღეს 1.30-ია. კლინიკებშიც დავითვალეთ ეს. ჩვენს კლინიკებში საშუალო სიკვდილიანობა არის 6-7%, მსოფლიოში კლინიკებში საშუალო სიკვდილიანობა არის 10-11%. ამით მე ვამტკიცებ მხოლოდ ერთ რამეს – კლინიკებში სამედიცინო მომსახურება არასდროს არ ყოფილა გაზრდილი სიკვდილიანობის მიზეზი.
კორონავირუსი საქართველოში
ცერცვაძე: შეცდომები იყო, გაგვექცა პანდემიის მართვა, მაგრამ მკურნალობა არაოპტიმალური არ იყო
tbl.ge/5uee
დაკოპირდა
თქვა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში.
ამავე თემაზე
- ცერცვაძე: COVID-19-ის შემთხვევების ზრდა შეინიშნება, ბოლო კვირაში დღეში 300-მდე შემთხვევა იყო
- როგორია COVID-19-ის ბოლო 3 თვის სტატისტიკა საქართველოში – NCDC-ს მონაცემები
- ცერცვაძე: მიზანშეწონილია, საქართველომ გააძლიეროს COVID-კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულებზე
- COVID-19-ით გასულ 1 თვეში 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 35 719 შემთხვევა
- აზარაშვილი: კოვიდის მართვის მიმართულებით 2023 წელს ბიუჯეტი 400 მილიონით მცირდება