სამთავრობო ცვლილებები

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იქნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იქნება. ის მანამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.  

"მე მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ვუთხრა საზოგადოებას ბატონი ოთარის შესახებ. ოთარი არის დევნილი სოხუმიდან, დაიბადა, გაიზარდა, სკოლა დაამთავრა სოხუმში. შემდეგ ცხოვრობდა დევნილობაში ზუგდიდში, თბილისში და, რომ იტყვიან, თავისი კეთილსინდისიერი, პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას.  

ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში, მან დეტალურად იცის, ყველაფერი იცის ძალიან კარგად, თუ რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მე მჯერა, რომ იქნება წარმატებული მინისტრი. კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს ჩვენს მინისტრებს". - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

ყოფილმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავა ჩაანაცვლა. რაც შეეხება თურნავას, პრემიერმინისტრი ამბობს, რომ მას "თავისი გეგმები" აქვს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კი ამბობს, რომ სფერო შეიცვალოს, "სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები", მისივე სიტყვებით, რამდენიმე მიმართულებას განიხილავს. 

კომენტარები