მე ბევრჯერ მითქვამს ვრცლად და შიდა დისკუსიის ულევი შემთხვევა იყო, მაგრამ იმაზე, ვინ არის პასუხისმგებელი ომზე, ბევრჯერ ძალიან ნათლად მითქვამს 2008 წლიდან მოყოლებული, მთლიანად რუსეთის პასუხისმგებლობაა, რუსეთმა გადმოაბიჯა, საქართველოს არ გადაუბიჯებია იმ მხარეს. ყველა კონფლიქტისთვის რუსეთი არის დასადანაშაულებელი. ჩემი წუხილი სხვა რაღაცას ეხება. ამ შეხვედრაზე მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, როდესაც პროვოკაცია იწყება – მე იქ ვიყავი, როდესაც ამერიკაში ჩამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ არ წამოეგოთ პროვოკაციებსო. ჩვენ გაკვეთილად მივიღეთ ის, რაც ვიხილეთ ზელენსკის ქმედებებიდან. ძალიან ფრთხილად დგამს ნაბიჯებს, რომ არ წამოეგოს პროვოკაციებს. [...] პოლიტიკური დისკუსიები გულისხმობს მთავრობის მიერ პროვოკაციის თავიდან აცილებას მაქსიმალური დოზით, მიუხედავად იმისა, ეს წარმატებული იქნება, თუ არა. ყველა უნდა ეცადოს და ეს იყო ჩემი საუბრის სულისკვეთება.
რუსეთი-საქართველო
ზურაბიშვილი: 2008 წელს რუსეთმა გადმოაბიჯა – ყველა კონფლიქტისთვის რუსეთია დასადანაშაულებელი
tbl.ge/5vcq
დაკოპირდა
თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ამავე თემაზე
- რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. საზღვრების დელიმიტაციას ითხოვს
- THE INSIDER: რუსეთიდან გამოქცეული პირი თბილისიდან გაიტაცეს და რუსეთში იძულებით დააბრუნეს
- რუსული საკრუიზო გემი "ვლადიმირ ჟირინოვსკი" ბათუმში გაჩერდება – მედია
- რუსეთმა შესაძლოა საქართველო "მეგობრული" ტურისტული ქვეყნების სიაში შეიყვანოს
- ვლადიმირ პუტინმა საქართველოს ორი მოქალაქე პუშკინის მედლით დააჯილდოვა