რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"არსებულ ვითარებაში ეს შეუძლებელია" – ფორმულა ერთმა რუსეთის გრან პრი გააუქმა

ფორმულა ერთმა რუსეთის ქალაქ სოჩში დაგეგმილი გრან პრი გააუქმა. ამის შესახებ F1-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. 

"ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატი მთელი მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყანას სტუმრობს, პოზიტიური ხედვით, ხალხისა და ერების გაერთიანების მიზნით. მწუხარებით და შოკირებული ვაკვირდებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და ვიმედოვნებთ, არსებული სიტუაციის სწრაფ და მშვიდობიან მოგვარებას. ხუთშაბათ საღამოს ფორმულა 1-მა, ფიამ და გუნდებმა განიხილეს ჩვენი სპორტის პოზიცია და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით მივედით დასკვნამდე, რომ რუსეთის გრან პრის ჩატარება არსებულ სიტუაციაში შეუძლებელია". – წერია განცხადებაში

დღეს, 25 თებერვალს UEFA-მ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, 2021/2022 სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგის ნაცვლად, პარიზში გაიმართოს.

კომენტარები