ხალხო, ახლა ხომ მაინც დაინახეთ, რას აგაცილეთ თბილისში 2008 წელს? და იცით რის ხარჯზე? მაშინ ეს მთავრობა რომ ყოფილიყო, იმავე წუთში გაიქცეოდა. მე როდესაც მეუბნებოდა სარკოზი, თვითმფრინავზე დაგსვამ და წაგიყვან, თუ არადა ხვალ მოგკლავენო, ვუთხარი, რომ რაც არ უნდა ექნათ, ფეხს არ მოვიცვლიდი. რუსული ტანკები იდგნენ პრეზიდენტის სასახლიდან 15 წუთის სავალზე. რუსეთის სპეცრაზმი კი გადმოსული იყო კოჯორში. და მას შემდეგ, რაც ბუში გამოვიდა, რომელსაც ვუყვირე რამდენჯერმე ტელეფონში და დავამუნათე, ჩვენ შევძელით ჩვენი დედაქალაქისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენა. სამწუხაროდ, ახლა ეს სახელმწიფო ამათ ჩაუვარდათ ხელში.
tbl.ge/5xls
დაკოპირდა
თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.
მიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის საქმემიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი
ამავე თემაზე
- სააკაშვილი: ნავალნის არ იყოს, თავი გავწირე და პრაქტიკულად, ФСБ-ს ჩავუგდე თავი ხელში
- სააკაშვილი: ივანიშვილს ქართველების გაწყვეტის შეგნებულ მცდელობაში ვადანაშაულებ
- სააკაშვილი კალაშოვზე: შეიძლება მისი დავალება ციხეში ჩემი საკითხის საბოლოო "მოგვარებაც" იყოს
- სააკაშვილი: რუსული რეჟიმი არჩევნებისთვის ამზადებს გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში
- ევროპარლამენტის მიღებული ანგარიშის შესწორება ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას მოუწოდებს