ოსკარი 2022

ჯიმ კერი: გულისამრევია ის ოვაცია, რომლითაც ჰოლივუდი უილ სმიტის გამარჯვებას შეხვდა

Be Funky

ჯიმ კერი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

"ჩემთვის გულისამრევია ის ოვაცია, რომელიც უილ სმიტმა ოსკარის მიღებისას დამსწრე საზოგადოებისგან მიიღო. ჰოლივუდი უხერხემლო მასად გარდაიქმნა, რაც იმის პირდაპირი ინდიკატორია, რომ კარგი ტიიპების კლუბის წევრები აღარ ვართ. კრის როკის ადგილზე უილ სმიტს ვუჩივლებდი და 200 მილიონს მოვთხოვდი, რადგან ეს ვიდეო სამუდამოდ იქნება ინტერნეტში. ეს შეურაცხყოფა დიდხანს დარჩება ადამიანთა გონებაში. არავის აქვს უფლება ადამიანს სილა გაარტყას ხუმრობის გამო. სმიტს ბევრი შესანიშნავი რამ აქვს გაკეთებული, მაგრამ ამ მომენტმა მის ყველა  წარსულ გამარჯვებას ხაზი გადაუსვა". – ამბობს მსახიობი.

 ოსკარის დაჯილდოებაზე უილ სმიტი სცენაზე ავიდა და კომიკოს კრის როკს სილა გაარტყა. მიზეზი როკის მიერ სმიტის ცოლის, ჯადა პინკეტ-სმიტის მისამართით ნათქვამი ხუმრობა გახდა. მოგვიანებით მსახიობი კიდევ ერთხელ, ოსკარის მისაღებად ავიდა სცენაზე, სმიტის გამარჯვებას დარბაზში მყოფები მხურვალე ოვაციებით შეხვდნენ და მსახიობს ფეხზე წამოუდგნენ.

კომენტარები