კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით 3 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 115 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 1.43%-ია

iStock [illustration]

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 018 ტესტი და გამოვლინდა 115 ახალი შემთხვევა. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.49% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.23%.

ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 59 შემთხვევა, აჭარა - 3, იმერეთი - 18, ქვემო ქართლი -0, შიდა ქართლი - 3, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 5, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 270 საიდანაც, 340 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 186, აჭარაში - 19, იმერეთში - 77. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 75 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 12, იმერეთში - 5. 1 930 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 653 044 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 633 956 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 792.


კომენტარები