ეს არის მორჩილება ქართული ოცნების მიმართ და რეალურად გვაქვს სურათი, როდესაც სასამართლო კლანი ქვეყანას აგდებს უმძიმეს მდგომარეობაში განსაკუთრებით ევროინტეგრაციის მიმართულებით და ასევე ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში. ეს რეალურად არის ის, რომ ქართული ოცნება და სასამართლო კლანი არის განუყოფელი ერთმანეთისგან. ეს დადასტურდა ზუსტად, მორჩილი მოსამართლეების გადაწყვეტილებით.
ნიკა გვარამიას საქმე
დეკანოიძე მოსამართლეებზე: დადასტურდა, რომ სასამართლო კლანი და ქართული ოცნება განუყოფელია
tbl.ge/60sa
დაკოპირდა
ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ს საელჩოს პროგრამიდან მოხსნას. ტაბულას ინფორმაციით, 5 მოსამართლე, რომელიც ჩხიკვაძესთან ერთად იყო პროგრამაში, აშშ-ში ტრენინგზე ასევე არ გაემგზავრება.
ამავე თემაზე
- გვარამიას საქმის მოსამართლე კელი დეგნანისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
- გვარამიას საქმის მოსამართლე: ვისწავლოთ სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემა
- დეგნანი: აშშ მიესალმება ნიკა გვარამიას შეწყალებას, ეს საქმე თავიდანვე პრობლემატური იყო
- გვარამია: მთავარ არხს აღარ ვუხელმძღვანელებ, თუმცა დავეხმარები კრიზისიდან გამოსვლაში
- გვარამია: ბოდიშს ვუხდი პრეზიდენტს ამ ვიდეოებისთვის – საძაგლობაა