ფორმალურმა პრემიერმა დაადასტურა ევროპარლამენტის რეზოლუციის მთავარი სათქმელი, რომ ამ მთავრობით და ამ ვითარებით საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია არ არის. ეს არის კონტექსტი და დღეს ღარიბაშვილმა ეს დაადასტურა. მთავარი ბარიერი საქართველოსთვის არის ეს მთავრობა და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები.
მე ვურჩევდი მთავრობას, რომ არ ეთამაშოს ჩვენი წინამორბედი თაობების მიერ გაღებულ კოლოსალურ მსხვერპლს იმ ათწლეულების ბრძოლაში, მათ შორის, საბჭოთა ოკუპაციასთან ბრძოლაში და იმ ბრძოლაში, რომელშიც მთელი მე-20 საუკუნისა და 21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველო იმყოფებოდა, რათა საქართველო გახდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, მათ შორის, ევროკავშირის წევსობის კანდიდატის სტატუსის მონიჭება არის ერთ-ერთი, არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ამასთან თამაშს, რა თქმა უნდა, არავის არ ვურჩევდი.