ჯასტინ ბიბერი

ჯასტინ ბიბერს რამსეი-ჰანტის სინდრომის გამო სახის მარცხენა ნაწილის დამბლა აქვს

justinbieber / Instagram

მომღერალ ჯასტინ ბიბერის თქმით, მას რამსეი-ჰანტის სინდრომის გამო სახის მარცხენა ნაწილის დამბლა აქვს. მომღერალმა დაავადების გამო მსოფლიო ტურნე და სხვა სასცენო გამოსვლები გააუქმა.

"სიმპტომებს იწვევს ვირუსი, რომელიც უტევს ყურისა და სახის ნერვებს, რასაც სახის დამბლა მოჰყვა. როგორც ხედავთ, ერთი თვალი არ ხამხამებს. შემიძლია გავიღიმო სახის მეორე ნაწილით. ერთი ნესტო არ მოძრაობს, ასე რომ, ჩემი სახის ერთი მხარე სრულად პარალიზებულია". – თქვა ბიბერმა Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მაიოს კლინიკის ინფორმაციის თანახმად, რამსეი-ჰანტის სინდრომმა შესაძლოა გამოიწვიოს სახის დამბლა და სმენის დაქვეითება. უმეტეს შემთხვევაში დაავადების სიმპტომები დროებითია, თუმცა, შესაძლოა, მან მუდმივი სახეც მიიღოს.

კომენტარები