აქციას რაც შეეხება, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არ ასახავს რეალობას, რადგან ევროპას, ევროინტეგრაციას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი, ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების, ვისაც სურვილი აქვს, რომ საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით 2012 წლიდან მოყოლებული გვაქვს ძალიან ბევრი წინსვლა, თუმცა, სამუშაო კიდევ ბევრია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თუნდაც კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ის დათქმები რაცაა ყველაფერი უნდა იყოს შესრულებული და ხელისუფლება ამისთვის მზადაა, რომ ყველფერი ზედმიწევნით გააკეთოს.
tbl.ge/61u1
დაკოპირდა
ამბობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე - შინ ევროპისკენ.
ამავე თემაზე
- ევროკომისიის გენერალური დირექტორი 1-2 მაისს საქართველოს ეწვევა
- წულუკიანი: ჩვენ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ ვიქნებით კვლავ ქართველები, კვლავ ქრისტიანები
- იან კელი: კობახიძეს შეცდომით ჰგონია, რომ EU-სკენ გზა ბუდაპეშტზე გადის
- ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის შესწორებებში ივანიშვილის სანქცირებაც ნახსენებია
- შარლ მიშელი რუსულ კანონზე: ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს