რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფონ დერ ლეიენი: ევროკავშირს რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის გეგმის შემუშავება სჭირდება

Kenzo Tribouillard/AFP/Getty Images

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირს რუსული გაზის იმპორტის შემცირებისა და შემდგომში სრულად შეწყვეტისთვის, განსაკუთრებული გეგმის შემუშავება სჭირდება. ამის შესახებ ფონ დერ ლეიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.

მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას კვლავ აგრძელებს და ევროკავშირი მზად უდნა იყოს [გაზის] მიწოდების შეფერხებისთვის.

"ასევე, მზად უნდა ვიყოთ გაზის მიწოდების შემდგომი შეწყვეტისთვის ან თუნდაც, რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის". - თქვა ფონ დერ ლეიენმა.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპის ერთიანი ბაზრისა და სამრეწველო ქსელების პოტენციური მიწოდების შეფერხებისგან დასაცავად მუშაობა გრძელდება და ბაზრის დაცვის ფარგლებში, ევროკომისია საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ევროკავშირის გეგმას ახლო მომავალში წარადგენს.

კომენტარები