გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +33 გრადუსი იქნება.
ა"ღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +37 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი იქნება" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.