დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა. 18-25 ივლისის პერიოდში ქვეყანაში ჩატარდა 74 245 ტესტი და დადასტურდა 10 253 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 7 503 ადამიანი.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 13.81%. ქვეყანაში 11 144 აქტიური შემთხვევაა.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 686 218 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 658 189 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 859.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება.