ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მას ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სსკ-ს 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.