რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს დაზვერვა: კრემლი ჩრდილოეთ კორეისგან მილიონობით საარტილერიო ჭურვსა და რაკეტას ყიდულობს

აშშ-ს დაზვერვის ცნობით, მოსკოვი ჩრდილოეთ კორეისგან მილიონობით საარტილერიო ჭურვსა და რაკეტას ყიდულობს. თავდაპირველად ინფორმაცია New York Times-მა გაავრცელა. ამერიკელი მაღალჩინოსნები გამოცემის მიერ მოყვანილ ცნობებს ადასტურებენ. მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან სამხედრო აღჭურვილობას დამატებით კვლავ შეიძენს. 

აშშ-ს მაღალჩინოსნების თქმით, შესყიდვები მიუთითებს იმაზე, რომ ექსპორტის ნაწილობრივი კონტროლისა და სანქციების გამო კრემლს უკრაინაში იარაღის მიწოდების დეფიციტი აქვს.

"რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჩრდილოეთ კორეისგან მილიონობით რაკეტისა და საარტილერიო ჭურვის შეძენის პროცესშია". - ამბობს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.

5 სექტემბერს New York Times-ის გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ აშშ-ს დაზვერვა არ აკონკრეტებს, თუ რა ტიპის იარაღი შეიძინა მოსკოვმა ჩრდილოეთ კორეისგან. 

აქამდე, New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინასთან ომში ირანული წარმოების თვითმფრინავების გამოყენება დაიწყეს. 

კომენტარები