1 ნოემბერს, 23:55 საათზე, Cavea საბურთალო მოლის ScreenX დარბაზში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის, ლივერპული-ნაპოლის ჩვენება გაიმართება.
ამ დროისთვის ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში ნაპოლი ხუთი გამარჯვებით პირველ ადგილს იკავებს. ლივერპული კი ოთხი მოგებით მეორე ადგილზეა. გუნდების პირველი შეხვედრა ნაპოლის გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.
დიდ ეკრანზე საფეხბურთო მატჩის ჩვენება Setanta Sports Georgia-ს მხარდაჭერით კეთდება, რომელიც საქართველოში ჩემპიონთა ლიგის თამაშების ოფიციალური დისტრიბუტორია.
ScreenX დარბაზი 175 ადამიანს იტევს, ბილეთის ფასი 15 ლარია.