თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში აფეთქებას თავდასხმა უწოდა და აღნიშნა, რომ მთავრობა დამნაშავეების დასასჯელად ყველაფერს გააკეთებს.
"ყველა პასუხისმგებელი პირს ვიპოვით, ისინი დაისჯებიან". - თქვა ერდოღანმა.
აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ქალაქის სისხლის სამართლის სასამართლომ გამოსცა შეზღუდვა აფეთქებასთან დაკავშირებული ყველა ვიზუალური და აუდიო მასალის გავრცელებასთან დაკავშირებით.
ქალაქის გუბერნატორის ინფორმაციით, დაშავებულია 53, ხოლო დაღუპულია 6 ადამიანი.
სტამბოლში ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. ამჟამად რაიონში პოლიციელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. აფეთქების მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია.