თბილისში, გოგოლის ქუჩაზე ქალი მოკლეს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე ცხელ კვალზე 1 ადამიანი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე 2000 წელს დაბადებული ს.ა. არის დაკავებული - უწყების ცნობით, მან ნაქირავებ ბინაში ურთიერთშელაპარაკების დროს ახლადგაცნობილ ქალს, 1986 წელს დაბადებულ შ.ღ.-ს სხეულზე ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.