კინოთეატრების ქსელ Cavea-ში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშების ხილვა იქნება შესაძლებელი.
ერთი თვის განმავლობაში კავეა საბურთალო სითი მოლი ფეხბურთის მოყვარულებს უმასპინძლებს. პირველი ჩვენება 21 ნოემბერს, 17:00 საათზე გაიმართება, ერთმანეთს ინგლისისა და ირანის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
თითოეულ მატჩზე ბილეთის ფასი 14 ლარს შეადგენს. ყველა სეანსის ნახვა და ბილეთების შეძენა შესაძლებელია ამ ბმულზე.