შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ რაჭაში ნაპოვნ მოკლულ, თათებდაჭრილ დათვთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლით დაიწყო, რაც უკანონო ნადირობას გულისხმობს.
1-ელ დეკემბერს Facebook-მომხმარებელმა გამოაქვეყნა ფოტოები, რომლის აღწერაშიც ის წერდა, რომ რაჭაში ლაშქრობის დროს ტყეში მოკლული დათვი იპოვეს.