ამერიკის შეერთებული შტატები ბატონი სააკაშვილის საქმეს ძალიან ახლოდან აკვირდება. სახალხო დამცველის ოფისი ჩვენგან ნამდვილად შექებას იმსახურებს. მათ განახორციელეს სამაგალითო საქმიანობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის კუთხით, იმისთვის, რომ მისი უფლებები დაცული ყოფილიყო. მათ მოინახულეს სააკაშვილი ორჯერ გასული კვირის განმავლობაში. საბოლოოდ, ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის დაცვის, მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებისა და მისი უფლებების დაცვის, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა და ჩვენ თვალყურს მივადევნებთ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცული იყოს.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
დეგნანი: სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა
tbl.ge/67iz
დაკოპირდა
ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. ექსპრეზიდენტის ადვოკატები, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ან მისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ შუამდგომლობა პირველ დეკემბერს შეიტანა.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობააშშ-ს ელჩი საქართველოშიკელი დეგნანიმთავრობაქართული ოცნება
ამავე თემაზე
- საგარეო: უკრაინის ქმედება დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურესი ფორმაა
- დაბრუნდეს თბილისში კონსულტაციებისთვის – უკრაინაში საქართველოს ელჩი საგარეო უწყებამ დაიბარა
- ხაბეიშვილი: გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის, პრეზიდენტის, გვარამიას თავისუფლებისთვის!
- პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით რეპუტაციული ზიანი არ მოგვადგა
- ადვოკატი: მთავრობა ბუზისგან სპილოს ქმნის, სტრასბურგი საჩივარს არსებითად განიხილავს