შიმშილობა არ არის სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტილს გზა და ვურჩევდი ჩემს კოლეგებს არ მიმართონ ამ გზას. სააკაშვილის საკითხი არის წმინდა სამართლებრივი თემა, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ისე, როგორც კანონშია გადაწყვეტილება. რაც შეეხება იმას, რაც სააკაშვილთან დაკავშირებით ვნახეთ და გუშინ ვიხილეთ თუ რა პირობებში იმყოფება, მე გამახსენდა ადამიანები, რომლებსაც ვნახულობდი მე-7 საპყრობილის დილეგებში, მიწის ქვემოთ. მეც მაქვს პრეტენზიები იუსტიციის სამინისტროსთან ეს ადამიანი უნდა დააბრუნონ იქ, სადაც არიან სხვა პატიმრები, გაცილებით მძიმე ავადმყოფები არიან საპატიმროში და ეს ადამიანიც უნდა იყოს საპატიმროში, დაემორჩილება ექიმების რჩევებს, მიიღებს საკვებს და ის იქნება ჯანმრთელი.
მიხეილ სააკაშვილის კადრები
სუბარი: მეც მაქვს პრეტენზიები სამინისტროსთან, სააკაშვილი უნდა დააბრუნონ საპატიმროში
tbl.ge/67qu
დაკოპირდა
ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, სოზარ სუბარი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.
ამავე თემაზე
- კობახიძე სააკაშვილზე: კადრებმა შემახსენა, რას გადავრჩით, როცა პოლიტიკაში მოვიდა ივანიშვილი
- მელია: სააკაშვილის ჯანმრთელობა პირდაპირ დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს უახლოეს მომავალთან
- გვარამია: კადრების გავრცელება სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ახალი ეპიზოდია
- მდინარაძე სააკაშვილის კადრებზე: ნარატივი, რაც ჰქონდათ, რომ ის კვდება, ტყუილი აღმოჩნდა
- წულუკიანი სააკაშვილზე: ასეთი სიმულანტობა არ შემხვედრია, ვფიქრობ, რამე ნივთი არ მომხვდეს