ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი სხვენში მომხდარმა ე.წ. მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო სამსახური. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.