ვინ ვის უკითხავს მორალს, არ ვიცი. მეც ახლა მივიღე ეს ინფორმაცია და ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ამას რუსული სოფელი. მე მინახავს ასეთი სოფლები ევროპაში, ვაკეთებთ ისეთს, როგორიც არის ევროპაში. მე პირადად, რუსეთში არ ვყოფილვარ, ვინც ყოფილა, იმან შეიძლება, გააკეთოს შეფასება, მე წარმოდგენა არ მაქვს.
სალომე ზურაბიშვილი
ხმალაძე პრეზიდენტზე: მეცინება, რატომ უწოდეს რუსული სოფელი, ასეთი სოფლები ევროპაში მინახავს
tbl.ge/686o
დაკოპირდა
ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებელი თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის კომენტარს.
დღეს, 28 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "აგერ რუსული სოფელი არის ჩემს კარებთან და ნახეთ, რას ნიშნავს, არ მგონია, არც ერთ ქვეყანაში, სხვაგან, არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ, მითუმეტეს ამ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული".
ამავე თემაზე
- ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე: ჩვენი ქვეყნისთვის რა გაუკეთებია?
- პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს ევროპის დღის აღსანიშნავად კონცერტი გაიმართება
- ზურაბიშვილი: დღეს ამუშავდა შავბნელი ძალები, ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას
- პრეზიდენტი: აღარ ვართ არც ნორმალურ სახელმწიფოში, არც ნორმალურ ქვეყანაში
- ზურაბიშვილი: ქართული ოცნება რუსული ოცნებაა