გიორგი კანდელაკი

შსს-მ გიორგი კანდელაკზე თავდასხმაზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპული საქართველოს წევრ გიორგი კანდელაკზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია ტაბულას უწყებაში დაუდასტურეს. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.  

კანდელაკს თავს თავისუფლების მეტროსთან გუშინ, 13 იანვარს დაესხნენ. მისი თქმით, ფიზიკურად ქუჩაში რუსული სიმღერის გათიშვის გამო გაუსწორდნენ.  

"თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დინამიკებია და მუსიკებს უკრავენ ხოლმე, იყო ჩართული რუსული თრეში [სიმღერა]. მივედი და ვუთხარი, სირცხვილია-მეთქი და აგრესიულად მიპასუხეს. უბრალოდ, გამოვაძვრე კაბელი ტელეფონიდან და გავაგრძელე გზა. დამეწია ვიღაც ადამიანი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა, გამოვეცალე, კიდევ დამეწია და შემდეგ შემოვედი პოლიციაში. რუსული სიმღერა გავთიშე და ფიზიკურად გამისწორდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა". - უთხრა კანდელაკმა ტაბულას.

კომენტარები