COVID-19 ჩინეთში

ჩინეთი: დეკემბერში COVID-19-ით 60 000-მდე ადამიანი დაიღუპა

REUTERS/Staff/File Photo

ჩინეთის მთავრობის ინფორმაციით, დეკემბერში ე.წ. "ნულოვანი პოლიტიკის" გაუქმების შემდეგ COVID-19-ით თითქმის 60 000 ადამიანი დაიღუპა

დეკემბრის დასაწყისში, პეკინმა ნოემბერში დაწყებული პროტესტის პასუხად მოულოდნელად გააუქმა ხშირი ტესტირების მოთხოვნები, მოგზაურობის შეზღუდვები და მასობრივი ჩაკეტვის მკაცრი სამწლიანი "ანტივირუსული რეჟიმი". შედეგად, სამთავრობო უწყებების ცნობით, კოვიდინფიცირებულების რიცხვმა ქვეყნის მასშტაბით 1.4 მილიარდს მიაღწია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელმაც კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ჩინეთი მალავდა ვირუსის შედეგად სიკვდილიანობას და ქვეყნიდან დამატებით ინფორმაციას მოითხოვდა, მიესალმა პეკინის განახლებულ სტატისტიკას.

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტების ვარაუდით, ჩინეთში კოვიდით გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვი 1 მილიონს აღწევს, თუმცა მანამდე ჩინეთი ამტკიცებდა, რომ პანდემიის დაწყებიდან COVID-19-ით მხოლოდ 5 000 ადამიანი დაიღუპა.

ცერცვაძე: მიზანშეწონილია, საქართველომ გააძლიეროს COVID-კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულებზე

    კომენტარები