ლევან ბერძენიშვილი

მელია ბერძენიშვილზე: არ შეიძლება ერეკლე მეფის სახელს განათლების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ

წარსულშიც და ახლაც, საქართველოს მოწინავე პატრიოტები მის უკეთეს ბედს განათლებას უკავშირებდნენ. ასე იყო ერეკლე მეფეც. არ შეიძლება მის სახელს ილია ჭავჭავაძეზე ლექციის ჩასაშლელად და განათლების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ.

გუშინ ყვარელში პოლიციამ კიდევ ერთხელ დაუშვა კანონით დაუშვებელი. საქართველო არ შეიძლება იყოს ქვეყანა, სადაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ასე ბრუტალურად ზღუდავენ. ეს რუსული მეთოდია. საქართველო გააგრძელებს გზას ევროპისკენ.

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

15 იანვარს ყვარლის ევრო-ატლანტიკურ ცენტრში ბერძენიშვილს ლექცია უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ადგილზე შეკრებილებმა მას პიკეტირება მოუწვეს, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა. როგორც ალტ-ინფოს ერთერთმა ლიდერმა, შოთა მარტინენკომ აღნიშნა, ლექცია მათი ორგანიზებით ჩაიშალა. 

კომენტარები