აშშ-ს საელჩო საქართველოში საგარეჯოში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა.
"აშშ-ის საელჩო გლოვობს საგარეჯოში მომხდარი სროლისას ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებს. შეერთებული შტატების მთავრობისა და ხალხის სახელით ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს და ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის". - წერს ამერიკის საელჩო საქართველოსი.
თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც საგარეჯოში სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის. დაჭრილია 5 მოქალაქე. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით გრძელდება" - აცხადებს შსს.