ლილო არენასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა. ავარიისას მანქანაში მჯდომი 3 ადამიანი დაშავდა.
ტაბულა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - უწყების ინფორმაციით, მომხდარზე 1 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.