აშშ-ს 2024 წლის არჩევნები

"იმაზე მეტად გაბრაზებული ვარ, ვიდრე ოდესმე" – ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიას იწყებს

ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირში საპრეზიდენტო კანდიდატურა წარადგინა და აღნიშნა, რომ ის ახლა უფრო გაბრაზებული და უფრო მონდომებულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. 

"ჩვენ ვიწყებთ. ვიწყებ სწორედ აქ, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი". -  თქვა ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის შტატის რესპუბლიკური პარტიის ყოველწლიურ შეხვედრაზე მიმართვისას.

მის გამოსვლაში ყოფილმა პრეზიდენტმა ისაუბრა სამომავლო გეგმაზე, რომ გააუქმოს ფედერალური დაფინანსება იმ სკოლებისთვის, რომლებიც კრიტიკული რასის თეორიას ან "გენდერის მემარცხენე იდეოლოგიას" ავრცელებენ. 

ტრამპმა, ასევე, ისაუბრა აშშ-ს სამხედროებზე და აღნიშნა, რომ მართალია, ქვეყანას შესანიშნავი ჯარი ჰყავს, მაგრამ, ასევე, სისტემის ნაწილია "რამდენიმე სულელი მაღალჩინოსანიცაა". ტრამპის თქმით, მისი მიზანია,  პრეზიდენტობისას"მთელი არმია აღადგინოს".

ტრამპის შემდეგი გაჩერება სამხრეთ კაროლინაა, სადაც იგი სავარაუდოდ შტატში მის მხარდამჭერ გუნდს წარადგენს. 

ნიუ-ჰემფშირი და სამხრეთ კაროლინა გადამწყვეტია როლს თამაშობენ ადრეულ პრაიმერში, შესაბამისად, რესპუბლიკელებისა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევაში.

ტრამპი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ერთადერთი ოფიციალურად გამოცხადებული კანდიდატია, ნიუ-ჰემფშირის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის მიხედვით, 12 ქულით ჩამორჩება მის, დიდი ალბათობით, მთავარ ოპონენტს, ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს.
 

კომენტარები