წიგნების დაწვა

უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი: რუსები უკრაინულ ლიტერატურას მასობრივად წვავენ

უკრაინსკაია პრავდა 

ლუგანსკის რაიონის ქალაქ როვენკიში ოკუპანტები უკრაინული ლიტერატურას მასობრივად წვავენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, წიგნები ამოღებულია ზოგადი და სასკოლო ბიბლიოთეკების ფონდებიდან. 

ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის თანახმად, რუსები იყენებენ ე.წ. "ნაცისტური ლიტერატურის" განადგურების საბაბს თავიანთი ქმედებების ასახსნელად, ხოლო ასეთი ლიტერატურის სიაში შედის უკრაინულ ენაზე დაწერილი ყველა წიგნი. ამ გზით ოკუპანტები ნაცისტური გერმანიისთვის დამახასიათებელ პრაქტიკას იმეორებენ.

როგორც ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი წერს, ადრე ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქალაქისა და რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელებსა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს დოკუმენტი გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც სკოლის ბიბლიოთეკის ფონდებიდან 365 წიგნი უნდა ამოეღოთ.

კომენტარები