ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სექტორში გამჭვირვალობა. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები უნდა იყოს გამჭვირვალე და ამისთვის 2013 წლიდან არაერთი ძალიან მკაცრი კანონი მივიღეთ აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების სტრუქტურებისათვის, ვფიქრობ, ეს იყო გამართლებული და აუცილებელი. ჩვენ ასევე კერძო სექტორის გამჭვირვალობისთვისაც არაერთი ნაბიჯი გადავდგით. ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ბიზნესსაქმიანობას, თანამშორმლობითა და მათთან ურთიერთობის საფუძველზე. ამიტომაც არის ამ ქვეყანაში კორუფციის რისკები მაქსიმალურად შემცირებული. ამას მე არ ვამბობ, ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი და ახლა ჯერი არასამთავრობო სექტორია რომელიც, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ითანამშრომლებს და დათანხმდება იმას, რომ გამჭვირვალობა არის მათთვისაც გაჯანსაღების გზა ფინანსური ანგარიშვალდებულების ფორმით, რადგან საზოგადოების მართვაში როცა ხარ ჩართული და როცა სახელმწიფოს მართვის პროცესში გინდა მონაწილეობის მიღება, როგორც ხელისუფლებას, ისე არასამთავრობო სექტორს გვევალება საბაზისო და ელემენტარული გამჭვირვალობა, რომ არ ვთქვა – კარგი ხარისხის გამჭვირვალობა. ამიტომ ამაში მე საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.
კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ
წულუკიანი "აგენტების" კანონზე: გამჭვირვალობა NGO სექტორისთვისაც გაჯანსაღების გზაა
tbl.ge/6aa0
დაკოპირდა
ასე ეხმიანება კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, ივანიშვილის დეპუტატების მიერ ინიცირებულ "აგენტების" კანონს.
ამავე თემაზე
- ნოდია: ხალხმა დაამარცხა რუსული კანონი, მაგრამ რუსული ხელისუფლება ჯერ დასამარცხებელია
- მმკ-ის მღვდლები აშშ-ზე: სკამშერყეული ჰეგემონი ცდილობს საქართველოში დიქტატურის დამყარებას
- პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუშვეს
- ხაბეიშვილი: პარტიული მიკერძოებები გადადეთ გვერდით, ვკარგავთ ქვეყანას, გამოდით გარეთ
- მელია: უნდა გავიგოთ, რომ დღეს, ეროვნული და ევროპული ინტერესი არის ერთი და იგივე