კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ევანგელური ეკლესიები: ე.წ. აგენტების კანონი ტოტალური კონტროლის სფეროში გვაბრუნებს

საქართველოს ევანგელურ ალიანსში შემავალი ევანგელურ ეკლესიები საქართველოში ე.წ. აგენტების კანონის მიღების შესახებ საერთო განცხადებას ავრცელებენ.

მათი თქმით, "უცხოული გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტი, კანონად ქცევის შეთმხვევაში საქართველოზე მკვეთრად ნეგატიურ გავლენას იქონიებს.

“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევა იმთავითვე გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ რამდენიმე უფლების ერთდროულად დარღვევას, კერძოდ, გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების, რელიგიის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შელახვას. კანონი დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ბენეფიციარებს და მთლიანად საზოგადოებას.” - წერია განცხადებაში.

ევანგელური ეკლესიის თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების ნებას, რომელთაც თავისუფალი და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბება სურთ. ისინი მიიჩნევენ, რომ ე.წ. აგენტების კანონი ტოტალური კონტროლის სფეროში გვაბრუნებს.

"გამომდინარე ყოველივე ზემოთ თქმულიდან მივმართავთ საქართველოს პარლამენტს: შეწყდეს "უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტის განხილვა და არ დაუშვათ, აღნიშნული კანონპროექტს კანონად ქცევა." - წერია განცხადებაში.

კომენტარები