პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, ბრიტანეტში არალეგალურად ჩასული ნებისმიერი პირი ქვეყანაში ვეღარ დარჩება. ახალი კანონი ძალაში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შევა.
"არ შეცდეთ, თუ აქ არალეგალურად მოხვალთ, ვეღარ დარჩებით." - თქვა სუნაკმა გამომცემლობა Mail on Sunday-სთან საუბრისას.
ამჟამინდელი პრაქტიკის თანახმად, თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც ბრიტანეთში ჩადიან, ხშირ შემთხვევაში, საქმის განხილვის მიზნით, ქვეყანაში დარჩენა შეუძლიათ.
მედიის ინფორმაციით, გასულ წელს ბრიტანეთის საზღვარი არალეგალურად 45,000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში თავშესაფრის მოთხოვნის განცხადებები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.