რუსთაველზე სპეცრაზმი, გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით რუსთაველს ქართველი ხალხისგან წმენდს.
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ სამართალდამცველები დაიძრნენ და ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
პარლამენტთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონის ერთი ვერსია, რომელსაც "ამერიკულს" უწოდებს, პირველი მოსმენით მიიღო.
უცხოელ აგენტებზე რუსული კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი დღესვე განეხილათ.