სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები ტყუილად აღტკინდნენ. ამბობენ, ნახეთ, მამაცები ვართ, უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოზე ხელის აწევის არ შეგვეშინდაო. სამწუხაროდ, ბატონებო, ყველა ღმერთისა და რაკეტების ქვეშ დადის. სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰააგის სასამართლოს შენობაზე ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე რუსული ხომალდიდან ჰიპერბგერითი რაკეტის წერტილოვანი გამოყენება. სამწუხაროდ, მას ვერ ჩამოაგდებთ. სასამართლო კი მხოლოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა NATO-ს ქვეყნის დასახლება. ამიტომ, ომს არ დაიწყებენ. შეეშინდებათ. არც არავის შეეცოდებით. ასე რომ, მოქალაქე მოსამართლეებო, ცას ყურადღებით უყურეთ...
რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი
მედვედევი: სავსებით შესაძლებელია ჰააგის სასამართლოზე ჩვენი სარაკეტო იერიში წარმოვიდგინოთ
tbl.ge/6b7x
დაკოპირდა
წერს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერთან დაკავშირებით.
რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომირუსეთიდმიტრი მედვედევიჰააგის სასამართლოსისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
ამავე თემაზე
- NATO-ს უმაღლესი სარდლის თქმით, ხარკოვში წინსვლისთვის რუსეთს საკმარისი ძალები არ ჰყავს
- კრასნოდარის ობიექტებს დრონებით დაარტყეს, რუსების მტკიცებით, 102 დრონი გაანადგურეს
- შრი ლანკამ რუსულ ჯარში მოტყუებით წაყვანილების დასაბრუნებლად რუსეთში დელეგაცია გაგზავნა
- უკრაინის სამხედრო ნაწილები ხარკოვის ოლქის რამდენიმე სოფლიდან გამოვიდნენ
- რუსეთში, თათრეთში დრონის თავდასხმის საფრთხის გამო თალიბანის დელეგაცია დროულად ვერ ჩაფრინდა