სააპელაციო სასამართლომ ალტ-ინფოს წევრი და ჟურნალისტზე თავდასხმაში ბრალდებული მამუკა ანდღულაძე 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.
პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილმა ორკებმა ევროკავშირის დროშა 14 დეკემბერს ჩამოხსნეს და დაწვეს. მათ შორის ერთ-ერთი იყო მამუკა ანდღულაძე.
აქციის შემდემ, ანდღულაძემ ფიზიკურად იძალადა მასთან კითხვების დასასმელად მისულ TV PIRVELI-ს ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე.
"კიდევ ერთხელ შევახსენებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ უნდა გააგრძელოს პროცედურები, მათ შორის, უნდა შეჩერდეს მუქარა, რომელიც არაერთხელ გაგრძელდა ნატო გოგელიასა და მისი ოჯახის წევრების მისამართით". – ამბობს დაზარალებული ჟურნალისტის ადვოკატი.