ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, 4 აპრილის სესიაზე განათლებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ახალ თავმჯდომარეებს აირჩევენ.
მდინარაძის თქმით, განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ დეპუტატ გივი მიქანაძეს წარადგენენ, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ – პაატა კვიჟინაძეს.
"საპარლამენტო უმრავლესობამ იმსჯელა და ხვალ პარლამენტის წინაშე ასარჩევად განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ წარმოდგენილი იქნება გივი მიქანაძე, რომელიც აქამდე იკავებდა ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ პაატა კვიჟინაძე". – თქვა მდინარაძემ.
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც გიორგი ამილახვარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ თანამდებობა დატოვა.