რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიტვის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც NATO-ში გასაწევრიანებლად უკრაინას სამიტზე იწვევს

6 აპრილს ლიტვის პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც უკრაინას ვილნიუსის სამიტზე NATO-ში გასაწევრიანებლად იწვევს

რეზოლუციის მიხედვით, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა საპარლამენტო საგარეო ურთიერთობათა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტებში წარადგინა, ეს იქნება NATO-ს სტრატეგიული გადაწყვეტილება უკრაინასა და ევროპაში მშვიდობის დამყარების მიზნით.

"ჩვენ უსაფრთხოების ნაცრისფერი ზონების წინააღმდეგი ვართ. ჩვენ გვსურს, რომ რუსეთის თეორია გავამცდაროთ, თითქოს კრემლს უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებაში ჩარევა შეუძლია. ვფიქრობთ, რომ უკრაინა ხელს შეუწყობს ჩვენს უსაფრთხოებას, გააძლიერებს NATO-ს". - ამბობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ზიგიმანტას პავილიონისი.

ლიტვაში NATO-ს ორდღიანი სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. 

კომენტარები