დალაი ლამა

დალაი ლამა ვიდეოში ბავშვისთვის ენით კოცნის თხოვნის გამო ბოდიშს იხდის

guim.co.uk

სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ დალაი ლამა ბოდიშს იხდის

ვიდეოში პატარა ბიჭი ტიბეტელი ხალხის სულიერ ლიდერს ჩახუტებას სთხოვს. დალაი ლამას ის სცენაზე აჰყავს და ლოყას უშვერს საკოცნელად, სიტყვებით - "ჯერ აქ [მაკოცე] და ბოლოს, აქაც". შემდეგ ბუდისტი წინამძღოლი ბიჭს ტუჩებში კოცნის. რამდენიმე წამში კი ამას ენის გამოყოფაც მოჰყვება,"ენითაც მაკოცე!" 

კადრები თებერვალში გავრცელდა და დიდი კრიტიკა დაიმსახურა. 

დალაი ლამას წარმომადგენლობითმა ოფისმა 10 აპრილს მიმართვა გაავრცელა, იმასთან დაკავშირებით, რომ ბუდისტ წინამძღოლს ბიჭისთვის და მისი ოჯახისთვის ბოდიშის მოხდა სურს. დალაი ლამა ინციდენტს ნანობს და მისი სიტყვებით გამოწვეული ზიანისთვის მოიბოდიშებს. 

"მისი უწმინდესობა ხშირად ეხუმრება ახალ გაცნობილ ადამიანებს, მათ შორის კამერების წინაც. ეს შეთამაშება უმანკოა". - ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარები