პეკინის ხანძარი

პეკინის საავადმყოფოში მომხდარ ხანძარს 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ათობით დაშავდა

REUTERS/Tingshu Wang

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მომხდარ ხანძარს 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ათობით დაშავდა

ჩანგფენგის საავადმყოფოში ხანძარი 18 აპრილს გაჩნდა. ეს ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარი იყო, რაც პეკინში მომხდარა. თუმცა CNN-ის ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით მოსახლეობის უმეტესობამ მოგვიანებით შეიტყო, რადგან სახელმწიფო მედიას შემთხვევა არ გაუშუქებია. მედიის ცნობით, ხდებოდა ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის კონტროლი და კრიტიკული კომენტარების წმენდა.

19 აპრილს ხანძართან დაკავშირებით მთავრობამ პრესკონფერენცია გამართა და დამატებითი დეტალები გაასაჯაროვა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 

კომენტარები