უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერი მომღერალი, გრიგორი ლეპსი (ლეფსვერიძე) ირწმუნება, რომ "საკუთარი სიტყვა შეასრულა" და რუს სამხედროს, რომელმაც Leopard-ის ტიპის ტანკი გაანადგურა, მილიონი რუბლი გადასცა.
აქამდე ლეპსმა პეტერბურგის საერთაშორისო ფორუმზე თქვა, რომ მომღერალ ნიკოლაი ბასკოვთან ერთად მილიონ რუბლს გადასცემდა ყველას, ვინც უკრაინაში დასავლურ ტანკებს გაანადგურებდა.
ამ მომენტამდე შეუძლებელია Leopard-ის ტიპის ტანკის განადგურებისა და ლეპსის მიერ სამხედროსთვის ფულის გადაცემის ფაქტების გადამოწმება და დადასტურება. ერთადერთ დამადასტურებელ საბუთად მარიონეტული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სახალხო საბჭოს დეპუტატმა, ვიტალი კიშკინოვმა დაბალი გარჩევადობის ვიდეო და ფოტო გაავრცელა, რომელშიც სამიზნის დეტალებიც კი არ ჩანს.