დღეს ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგეთ. იმ ხალხთან, რომლებიც ადრე ჩვენთვის იბრძოდნენ, დღეს სხვა დამოკიდებულება გვაქვს. დღეს ასევე ჩვენ გავუშვით უცნაური სიგნალი, იმით, რომ გავაგზავნეთ საგარეო საქმეთა მინისტრი და უფრო მაღალ დონეზე არ ვიყავით წარმოდგენილი [NATO-ს სამიტზე]. დღეს საქართველო რეალურად არ დგას უკრაინის მხარეს, უკრაინას მორალურ მხარდაჭერაზეა საუბარი, ისეთ მხარდაჭერას არ უცხადებს, რომელსაც მისგან ელიან და არ აჩვენებს, რომ არის ერთსულოვანი სხვა პარტნიორებთან ერთად. ეს არის დიპლომატიური ფონი, რომელმაც ალბათ გამიწვია ის, რომ საქართველო ჩამოშორდა.
ჩვენ ეს არ უნდა დაგვეშვა, ეს შეიძლება სხვას გადააბრალო, მაგრამ, მე მგონი, ეს არ იქნება სწორი. ჩვენ ეს რომ არ დაგვეშვა, ალბათ ასე არ იქნებოდა. განსაკუთრებით რთული სანახავია NATO-ს კონტექსტში უკრაინისგან დაშორება და ჩვენ აღმოვჩნდით ბოსნიის და მოლდოვას გვერდით, ასე ვთქვათ, სხვა ბანაკში გადავინაცვლეთ.