ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტის კონცერტმა სეისმური აქტივობა გამოიწვია

სეისმოლოგების თქმით, ტეილორ სვიფტის კონცერტებმა აშშ-ს ქალაქ სიეტლში 2.3 მაგნიტუდის მიწისძვრის ეკვივალენტური სეისმური აქტივობა გამოიწვია.

სეისმოლოგმა, ჯეკი კაპლან-აუერბახმა აღნიშნა, რომ სეისმური აქტივობა სვიფტის ფანებმა ან ხმის სისტემამ გამოიწვია.

სიეტლის კონცერტები სულ 144 000 მსმენელისთვის 22 და 23 ივლისს გაიმართა.

"სიეტლში ნამდვილად გავატარე ერთ-ერთი საუკეთესო შაბათ-კვირა. მადლობა ყველაფრისთვის - ყვირილისთვის, ხტუნვისთვის, ცეკვისა და სიმღერისთვის." - დაწერა Instagram-ზე სვიფტმა. 

სიეტლში კონცერტით ტეილორ სვიფტმა დაასრულა Eras ტური, რომელიც ბოლო ხუთ წელში მომღერლის პირველი ტურია. 

ცნობილია, რომ მუსიკალური კონცერტები სეისმურ აქტივობას იწვევს - მაგალითად, 2011 წელს ახალ ზელანდიაში Foo Fighters-ის კონცერტისას იგივე განმეორდა .

კომენტარები