შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 2 ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ინფრასტრუქტურის მინისტრმა გაავრცელა.
"აღმოჩენილია დღეს 3 ცხედარი და 1 სხეულის ფრაგმენტი. დილით ერთი გითხარით და კიდევ დაემატა 2 ცხედარი" - თქვა ირაკლი ქარსელაძემ.
ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში 9 ადამიანს ეძებენ.
რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.